საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების სახელით პარლამენტში სამი კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატები წარადგინა.
მათი ჩამონათვალი კი ასეთია:
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართვე ლობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი,
- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი,
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე.
“დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება ეს არჩევა” – თქვა მდინარაძემ.
კომენტარები