ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
“ოცნების” ის მხარდამჭერები, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ზეიმზე საგანგებოდ, მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს, მამუკა მდინარაძემ უკან გაბრუნა.
“ქართული ოცნების” ლიდერი რუსთაველზე, პოლიციის კორდონის მეორე მხარეს დადგა და პარტ აქტივსა და საჯარო მოხელეებს დაშლისკენ მოუწოდა.
ტვ პირველის ცნობით, იქ იყო საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.
კადრებში ჩანს ასევე, ლევან ჯაფარიძე – კრწანის მაჟორიტარი.
იანტბელიძე არაერთ სკანდალშია გახვეული. რამდენიმე დღის წინ, ეს უკანასკნელი, ევროპული აქციის მონაწილეებს ღიად ემურებოდა.
გიორგი იანტბელიძის სახელი გაჟღერდა, 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობის საქმეში, როცა ოპოზიციას “ოცნების” ე.წ. ზონდერები ოპოზიციის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ.
კომენტარები