აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში გაუჩინარებულ 9 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ.
მოზარდის ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს დაკარგული ბიჭის ოჯახის წევრები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ ამჟამად არსებული რესურსი საკმარისი არ არის და საჭიროა მყვინთავებისა და სპეცტექნიკის დამატება.
შეგახსენებთ, რომ მდინარე რიონში 9 წლის ბიჭს უკვე მეორე დღეა ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სათევზაოდ იყო წასული. სანაპიროს ნაწილი მოსწყდა და მოზარდი მდინარეში ჩავარდა.
მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარეში გუშინ დღის საათებში ჩავიდა, თუმცა, წყლის სიღრმიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.
ადგილზე მყოფმა მეთევზეებმა სამი ბავშვის წყლიდან ამოყვანა მოახერხეს.
კომენტარები