საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ინიშნება. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.
,,არა მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემასთან საუბარში.
თუმცა, ექსპრეზიდენტი “დოიჩე ველესთან” საუბარში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, თუ როდის დაიკავებს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.
კომენტარები