მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“უკვე მერამდენედ ვეხვევი ასეთ გიჟურ ამბავში: გადავსებულ-დაპრესილ ავტობუსის უკანა მხრიდან ქალი ყვირის, რომ სუნთქვა უჭირს, წინ მდგომებს გვთხოვს, მძღოლი ვაიძულოთ, კონდიციონერი ჩართოს. მაგრამ მძღოლი უხსნის, რომ ფრეონი არ ჰყოფნის და რა ქნას და საერთოდ, ბოლოს და ბოლოს ჰკიდია, მართლა ჰკიდია, თუ ვინმე მოუკვდა ავტობუსში, აი, დარდი, მისი რა საქმეა?
უკვე მერამდენედ ვერ ვიკავებ თავს და ვერთვები ამ კამათში, რომელიც სულ მალე ჩხუბში გადაიზრდება და მინდა, რომ ხალხმა გამოიღვიძოს, ხალხმა იგრძნოს, რომ მძღნერშია, რომ უკვე ათწლეულებია, რაც მძღნერში ვტივტივებთ, მინდა დავიცვა ვიღაც ასთმიანი, საერთო ჯამში ამ ეპიზოდში მართლა თუთაშხია ვარ და უკვე მერამდენედ მიპირისპირდება ხალხი, რომელსაც თანავუგრძნობ. ასე იჩითება ჩემ წინ ვიღაც გადაღრძუებული ბებერი ბოლშევიკი და მიყვირის, რომ მძღოლს შევეშვა და ვერაფერს ვერ ვუზამ და სახეს მომაძრობს, არადა, ტრიპაჩია მთელი ცხოვრება ნაბიჭვარი, და სულ გაავდა ნაბიჭვარი.
იქვე მყოფი უკვე არაფრის მაქნისი დედაბრები მხარს უბამენ და მთელ ავტობუს იყოლიებენ. არადა მე მაგთზე ავი ვარ დღე. გაგიჟდები კაცი, ისე მეორდება სცენარი, მგზავრები მე მესხმიან თავს, მაგათი დედა რომ ვატირე, ისე ვარ გამწარებული, ისე ვარ გამწარებული, რომ მინდა ის მძღნერი სახეში შევასხა თითოეულს, ამ ცხვრებს, ვითომ მამულიშვილებს და ესენი მზად არიან გამგლიჯონ: დიდი, პატარა, ახალგაზრდა, ქალი, აი სულ მკიდია, თუ მთელი ავტობუსი გადამეკიდა, მართლა მკიდია, რადგან ასეთ მართალი არასოდეს ვყოფილვარ, ამათი აშენებული სამშობლოს დედა ვატირე, ისეთი ქვეყნის, რომელი კონფორმისტი მძორებიცაა სავსე…
თურმე მძღოლს უნდა შევეშვა, რომ არ გადაგვჩეხოს და მთავრობას უნდა შევეშვა, მთელი ცხოვრება რომ სული ამომხადა ავტობუსში. ჯარიმებიდან ათასები შესდით და ფრეონი ვერ ჩაუსხიათ განდონებს. ერთი სული მაქვს, ჩხუბი ატყდეს და ვინმეს ვეცე, იმ ბებერს წიხლი ვხიო, ისეთი სახეში, რომ პროტეზი სარკმლიდან გაუფრინდეს, და გარეთ სხვა ბებერმა გაიკეთოს პირში… აქეთ ორი ბიჭი უკვე დამცინის, ხითხითებს და კუნთები ასკდებათ მაისურის შიგნით… ნუ იგინებიო, ვიღაც მიყვირის, ერთმანეთს დედის ტრაკს აგინებენ ოჯახის წევრები, ყველა იგინება, ყველა მოძალადეა…
მძღნერში ხართ, ჰაერი აღარ გაქვთ, აწი თქვენი დამცველის დედა შევეცი, დიახ!
აი ასეთი დღე მქონდა. ხანდახან ძალიან ვდარდობ, რომ მფატრავი ჯეკი არ ვარ!”
კომენტარები