საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე მედიასთან პირველ კომენატარს აკეთებს:
არის 9 მძევალი და ერთი თავდამსხმელი, რაც შეეხება მოთხოვნებს და სხვა დეტალებს, ნელ-ნელა ყველა ინფორმაციას მოგაწვდით.
აქვს თუ არა თავდამსხმელს ხელყუმბარა, ამაზე ვაჟა სირაძეს პასუხი არ გაუცია.
ვაჟა სირაძემ სთხოვა მედიას, არ გადაიღონ ლაივ კადრები, თუმცა, არაფერი უთქვამს იმის შესახებ, ვინ არის პასუხისმგებელი პერიმეტრზე და ვინ უნდა შემოსაზღვროს იგი ისე, რომ კადრები, რომლებიც ხიფათს შეუქმნის ვინმეს, არ იქნეს გადაღებული.
კომენტარები