ფოტო: TV25
ბათუმში შეიარაღებული პირი “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. როგორც გამოცემა “ბათუმელები” თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა.
“წინააღმდეგობის შემდეგ თავდამსხმელმა იარაღით ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე ბანკის თანამშრომლები გარეთ გაცვივდნენ. შენობაში დარჩა მხოლოდ მძარცველი, როცა მიხვდა სალაროს ვერ გახსნიდა, თავადაც გაიქცა”, – ყვება “ბათუმელებთან” თვითმხილველი.
“ბათუმელების” ცნობით, პირი დაკავებულია.
კომენტარები