სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე:
გაჩერებაზე დგას ეტლით მოსარგებლე ბიჭი.ავტობუსები გაჭედილია.მძღოლი ხელებს აქნევს მდუმარედ, ვითომ რა ვქნა მეო.ეს ბიჭი ეუბნება ახლოს მოწიე ავტობუსი გაჩერებასთანო. მძღოლმა რა აზრი აქ, ხალხს ხომ ვერ ჩამოვსვამო და კეტავს კარს.ჰოდა ტრასაზე აღმოვჩნდი მყისიერად, მეთქი მოიწიე ავტობუსი, ვალდებული ხარ! გაბრაზებული ატრიალებს რულს და აჩერებს. მივდივარ შუა კართან და მივუთითებ მგზავრებს, რომ იქ ერთი ადგილი ეტლით მოსარგებლეთათვისაა და ვთხოვ რომ დაახლოებით ათმა მგზავრმა მაინც დატოვოს ავტობუსი და დაელოდოს შემდეგ. მძღოლის გასაკვირად ყველა მგზავრი უსიტყვოდ ჩამოდისმოკლედ ეს ბიჭი წავიდა და მე ისეთი გახარებული ვარ გეგონება რამე კონკურსში გავიმარჯვე
კომენტარები