“ენმ”-ის წევრი, გივი თარგამაძე:
“მძიმე ამბავი შევიტყვე.
ერთი საათის წინ კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა მრავალ ბრძოლა გამოვლილი ვოვა ჯუღელი. ნაღდი პოლიციელი. შერიფს ვეძახდი, ზუსტად ამ შემართებით მუშაობდა უმძიმეს პერიოდში გორის სამხარეო პოლიციის უფროსად.
ეხლაც მახსოვს – მუდმივად კუთვნილ პიკაპში, მუდმივად მოძრაობაში. ოკუპაციის და შემდგომ უმძიმეს დღეებში ნამდვილ გმირობებს სჩადიოდა. არაერთი ადამიანი გამოსტაცა რუსებს და მარიონეტებს ხელიდან საოკუპაციო ხაზს იქიდანაც კი, სიცოცხლეები გადაარჩინა, თავად ვარ ამ ყველაფრის მომსწრე. ვაჟკაცი, პატრიოტი, შეუპოვარი ადამიანი.ძალზედ, ძალზედ დამწუხრებული ვარ. განისვენე მშვიდად, მეგობარო.”
კომენტარები