მძიმე კოვიდვითარების მიუხედავად კულტურის სამინისტრო კონცერტების ჩატარებას ისევ აგრძელებს – ამჯერად თელავის თეატრში, დღეს 17:00 საათზე თემურ წიკლაურის ხსოვნის საღამოა დაგეგმილი.
იმავდროულად კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში წუხილს გამოთქვამენ იმის გამო რომ ღონისძიებას მხოლოდ 300 სტუმარია მიწვეული.
“სამწუხაროდ რეგულაციების გამო, მხოლოდ 300 ადამიანი დაესწრება ამ საღამოს და აქედან გარკვეული რაოდენობა ჩამოსული სტუმარი იქნება, რის გამოც ბოდიშს ვუხდით დასწრების მსურველებს”- წერს Facebook-ზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელი, ლეილა ლეგაშვილი.
იქვე მითითებულია, რომ პროექტი ხორციელდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭრით.
კომენტარები