დეპუტატი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ეგიდით იმყოფება, წერს:
“დღეს დასახლებული პუნქტები ბუჩა და ირპენი უკრაინის რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან ერთად მოვინახულეთ.
არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა, ან როგორ აღვწერო ის რაც ვნახე, განსაკუთრებით მძიმე სანახავი იმიტომ იყო, რომ მსგავსი უკვე მინახავს ჩვენს სამშობლოში. ჩვენი საერთო მტრის ერთი და იგივე ხელწერა! დარწმუნებული ვარ ეს უსამართლო ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და ბოროტების მარცხს ყველა ერთად ვნახავთ.”
კომენტარები