თბილისი კვლავ პროტესტის ავანგარდში მოექცევა – ამ წუთებში განათლების სამინისტროსთან მე-12 კლასელები იკრიბებიან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებენ.
პარალელურად, რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები წერეთლის მეტროსთან იკრიბებიან. შვილების თაობის მარში ზუსტად 19:00 საათზე, სამედიცინოს უნივერსიტეტიდან და წერეთლის მეტროდან დაიწყება.
ახალგაზრდები ერთმანეთს სააკაძის მოედანზე შეხვდებიან და შემდეგ საიდუმლო დანიშნულების ადგილისკენ გადაინაცვლებენ. სტუდენტები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ადგილმდებარეობას.
ტვპირველი
კომენტარები