სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
“მე მესმის რომ სიბრიყვე არ იკურნება, მაგრამ მე-3 მსოფლიო ომის დაწყებით ვის აშინებთ ან თქვენ თვითონ რატომ გეშინიათ?
მივყვეთ ლოგიკას,
მხოლოდ სათაური – მე-3 მსოფლიო ომი – რაც არ უნდა ემოცია ჩააქსოვოთ ამაში, საშიში არ არის, სათაური არაფერს გვეუბნება გარდა იმისა რომ გუდიანი კაცი მოვა და ვინც ცუდად ვიქცევით სადმე წაგვიყვანს.
იქნებ სათაურის ქვეშ რამე მართლაც საშიში, გლობალური კატასტროფის შესაძლებლობა იმალება?
ვნახოთ,
ომი მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის, უკრაინას ეხმარება ნატოს სამხედრო ბლოკი და სამყაროს ცივილიზებული ნაწილის რიგი სახელმწიფოები, რუსეთს ბელორუსი და 4 არაღიარებული კვაზი სახელმწიფო.
მსოფლიო ომის კვალიფიკაციის მისანიჭებლად, რუსეთის მხარემ მინიმალური მოთხოვნები უკვე დააკმაყოფილა, ბელარუსის ტერიტორია გამოყენებულია საბრძოლო მოქმედების საწარმოებლად, ხოლო სო, არ, დსრ და ლსრ-ის შეიარაღებული ძალები უკვე ჩართულია საბრძოლო მოქმედებებში.
თუ უკრაინის მხარეს, მისი მოკავშირეების ნაწილი, საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან, გაჭირვებით, სიმბოლურად შიძლება მესამე მსოფლიო ომიც გამოცხვეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ, ვინც ცუდად ვაზროვნებთ და ვიქცევით, რატომ უნდა შევშფოთდეთ, განა ეს პირიქით არ დააჩქარებს ომის დასასრულს?
შეიძლება ამ მესიჯის ავტორები გულისხმობენ რუსეთის და მისი მოკავშირეების მხრიდან ახალი ძალების და ტექნიკის ჩართვას? არც ამის უნდა გვეშინოდეს, რუსეთი ისედაც მაქსიმუმს ცდილობს. დარჩა რუსეთის რომელიმე მოკავშირის შეიარაღებული ძალების ჩართვა, ალბათ ამის უნდა გვეშინოდეს და ვძრწოდეთ. თუ გადავხედავთ ვინ არ არის ჩართული, მხოლოდ დნესტრისპირეთი.
ან რუსეთის ქართველ გულშემატკივრებს აქვთ გადაჭარბებული წარმოდგენა დნესტრისპირეთის შეიარაღებულ ძალებზე ან ჩვენ გონებრივ შესაძლებლობებს თავიანთი სამრეკლოდან უყურებენ და თაავიანთი დონის ვგონივართ.
მოკლედ, მე-3 მსოფლიო ომი გინდათ – არ გაჭრის.“
კომენტარები