დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
„ჯერჯერობით, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, დროულად ვიპოვოთ ყველა შესაძლო ინფიცირებული, რათა მაქსიმალურად შევანელოთ ინფექციის გავრცელება. რა ჯგუფებს გამოვიკვლევთ, როდის გამოვიკვლევთ ეს ყველაფერი მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ეცნობება.
კითხვაზე, განსხვავებული ხომ არ არის რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებთან დაკავშირებით, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ეს რეკომენდაციები საყოველთაოა:
„ორგვარია მიდგომა. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის.
რეკომენდაციები ერთნაირად ეხება, გინდა ექიმი იყოს და გინდა სხვა პროფესიის ადამიანი, 65 წელზე მეტის ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, უნდა ვიმუშაო“
კომენტარები