„ალიას“ დაუკავშირდა 71 წლის ქალბატონი, რუსუდან ჟღენტი, რომელსაც უკვე არაერთი წელია დიაბეტი აწუხებს, და სწორედ, დიაბეტის ფონზე, განუვითარდა თვალის კატარაქტა. ამბობს, რომ როცა კლინიკას მიმართა, მხედველობა უკვე ძალიან ჰქონდა გაუარესებული. ამბობს, რომ კლინიკიდან კლინიკაში სიარულის პერიოდში, მას შემდეგ რაც მხედველობა გაუუარესდა, ბევრი რამ გაიგო და შეისწავლა ამ ტიპის დაავადებებზე და გვთხოვს, იმ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა, ვინც განსაკუთრებული რისკის ქვეშაა, ან ვისაც უკვე დაეწყო მხედველობის გაუარესების სიმპტომები.
რუსუდან ჟღენტი:
უკვე 15 წელზე მეტია დიაბეტი მაქვს, დიაბეტი რამდენ პრობლემას იწვევს, გეცოდინებათ. ბოლო პერიოდია მხედველობა საგრძნობლად დამაკლდა. რამდენიმე კლინიკაში ვიყავი გამოსაკვლევად. დიაბეტის დროს ხშირია რეტინოპათიის, მაკულის შეშუპების, კატარაქტისა და გლაუკომის რისკი და ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება სრულიად დაბრმავდეს ადამიანი. წესით, წელიწადში ერთხელ, ყველა იმ პაციენტმა, ვისაც დიაბეტი აქვს, უნდა ჩაიტაროს თვალზე კვლევები, რადგან დაზიანების საწყის ეტაპზე, მხედველობის პრობლემას ვერ ამჩნევ. სამწუხაროდ, ეს საკითხი მას შემდეგ შევისწავლე, რაც პრობლემა შემექმნა და პრევენციულ კვლევებს არ ვიტარებდი. გლუკოზის დონის მატება, ისედაც იწვევს მხედველობის დაბინდვას, ოღონდ დროებით და გლუკოზის დონის დარეგულირებასთან ერთად გაივლის და რაღაც მომენტში, გგონია, რომ ამჯერად, უბრალოდ, ცოტა მეტხანს გაქვს ალბათ დაბინდული მხედველობა და ისევ გაგივლის. არც ის ვიცოდი, რომ რაც უფრო დიდხანს აქვს ადამიანს დიაბეტი, მით მაღალია თვალის დაზიანების რისკი, მაშინაც კი, თუ პაციენტს დარეგულირებული აქვს გლუკოზის შემცველობა სისხლში.
როცა კვლევა დავიწყე მიზეზის, აღმოჩნდა, რომ დიაბეტური კატარაქტა მაქვს, 4 კლინიკაში გადავამოწმე დიაგნოზი, მაგრამ ვაღიარებ, ვერც ერთ კლინიკას და ვერც ერთ ექიმს ვერ მივანდე მკურნალობა, ზოგან ტექნიკა არ მომეწონა, ზოგან – პერსონალი, ზოგან – გარემო და ზოგანაც, როგორც იტყვიან, გული არ მიმივიდა.
დავიწყე გაკითხვა, რამდენიმე ადამიანმა, ვისაც თვალის პრობლემა ჰქონდა, ნიუ ჰოსპიტალსი მირჩია. კლინიკიდან ექიმიც ავარჩიე, თამარ ცირეკიძე, ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, ხშირად გვაძლევს რჩევებს ტელევიზიის მეშვეობით, სამედიცინო გადაცემის თანაწამყვანიც ყოფილა, მოვუსმინე მის გადაცემებს და მოვიხიბლე. არც შევმცდარვარ არჩევაში, ისე მიმიღო, ისე გემრიელად, თბილად, შინაურულად, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი, ან ნათესავი ვიყავი. როგორც კი გაიგო, რომ დიაბეტი მაქვს, მკურნალობის დაგეგმვაში მყისიერად ჩართო თერაპევტი ლიკა გუჯაბიძე, ლიკაც რომ ასეთივე თბილი, ყურადღებიანი და გულისხმიერი იყო, გამიხარდა და მისი ასისტენტიც რომ იმავენაირად მექცეოდა, როგორც ეს ორი ექიმი, ცოტა არ იყოს, შევშინდი, ვიფიქრე, იქნებ, რაიმე გადაუჭრელი პრობლემა ხომ არ მჭირს და იმიტომ ხომ არ მექცევა ყველა ასე კეთილად და ყურადღებით, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მართლა ყველა პაციენტთან ასეთები არიან.
დაიგეგმა ოპერაცია, სიმართლე გითხრათ, არ მინერვიულია, უკვე დანამდვილებით ვიცოდი, რომ კარგ ხელში ვიყავი. საერთოდ არანაირი ტკივილი ოპერაციისას არ მიგრძნია, მთელი ქირურგიული ჩარევის პერიოდში, ექიმი მესაუბრებოდა, მამხნევებდა, ხშირად მეკითხებოდა, ხომ არ ვგრძნობ ტკივილს, ხომ არ დამიმატოს გამაყუჩებელი, ხომ არ მაქვს დისკომფორტი. რეაბილიტაციაც მარტივია და იმავე დღეს წამოვედი სახლში. მხედველობის 50 პროცენტი უკვე სრულად დამიბრუნდა, ახლა მკურნალობას ვაგრძელებ ექიმის მეთვალყურეობით, რამდენიმე ინიექცია მაქვს გასაკეთებელი და ველი სრულ გამოჯანმრთელებას და უახლოეს მომავალში, მჯერა, რომ წვრილი შრიფტით დაწერილ ანოტაციებსაც, თუ შემადგენლობასაც უპრობლემოდ წავიკითხავ.
უკვე საგრძნობლად გამოკეთდა მდგომარეობა და ძალიან მადლიერი ვარ ორივე ექიმის და მთლიანად კლინიკის, რომელიც გარდა პროფესიონალი და კარგი ექიმებისა, ადგილზე გვახვედრებს სუფთა, მყუდრო გარემოს. სისუფთავე, რომელიც დამხვდა, არ არის მხოლოდ კომფორტი, პაციენტს გიჩენს სანდოობის განცდას და იმის იმედს, რომ შენც ასე სუფთად მოგემსახურებიან. ცალკე უნდა აღვნიშნო ტექნიკა, კი, ეგეც შევისწავლე ამდენ კლინიკაში სიარულით და ძალიან მომეწონა უახლესი ტექნოლოგიებით რომ გვემსახურებიან.
მინდა, ყველა ადამიანს, ვისაც დიაბეტი აქვს, ვთხოვო, ნუ მიიყვანს ჯანმრთელობას გართულებამდე, ნუ დაელოდება სიმპტომებს, დროულად მივიდეს ექიმთან და ჩაიტაროს პროფილაქტიკური კვლევები, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, რადგან, საწყის ეტაპზე, უმეტესად უსიმპტომოდ მიდის თვალის პრობლემები.
არა მხოლოდ მათ, ვისაც დიაბეტი აქვს, ჩემი აზრით, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში ერთხელ, მაგრამ დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. თუ უკვე გაქვთ გარკვეული პრობლემები, მაგალითად, დაბინდული მხედველობა, მხედველობის სწრაფი ცვალებადობა, ე.წ. შავი არეები, გიჭირთ ფერების აღქმა, სინათლის გაელვებას „ხედავთ“, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომ არ დაგვიანდეს, რადგან, თუ ექიმს დროულად არ მიმართავთ, შესაძლებელია, სიბრმავემდე მივიყვანოთ საქმე, სამწუხაროდ.
მე, 71 წლის ქალი, რომელსაც წლებია დიაბეტი აწუხებს, გეუბნებით, რომ საქართველოში, ნამდვილად შესაძლებელია იპოვოთ ექიმი და კლინიკა, რომელსაც საკუთარ ჯანმრთელობას ანდობთ, ნამდვილად შესაძლებელია, დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა, მთავარია, არ გადადოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას.
(R)
კომენტარები