შემზარავი ამბავი შიდა ქართლიდან – ირკვევა, რომ მეცხრეკლასელ გოგონას თანაკლასელმა ბიჭებმა მარიხუანა იძულებით მოაწევინეს, რის შემდეგად სავარაუდოდ, მასზე სექსუალურად იძალადეს. არასრულწლოვნებმა გოგონა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალაც გადაიღეს და სოაციალურ ქსელში გავრცელეს.
შემზარავი დანაშაულის შესახებ პირველმა მანდატურმა შეიტყო და მომხდარის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობა.
სავარაუდო დამნაშავის დედა ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და მას ვიდეოჩანაწერი არ აჩვენეს.
გაურკვევლობაში ვარ, გიჟს ვგავარ, მკვდარი დავდივარ, იმიტომ, რომ მართლა არ ვიცი. ხომ შეიძლება რომ ვნახო, დედა ვარ. არაფრის საქმის კურსშ არ მაყენებენ. რომ მოვითხოვე ჩანაწერი, ვიდეო, მე არ მაჩვენეს. არ გინდა რომ ნახოო, მეუბნება მასწავლებელი. არ ვიცი, რატომ არ მინდა, ჩემი შვილი იძახის არაფერია იმ ჩანაწერში ისეთი, რომ… ბულინგი, სხვა არაფერი. მსოფლიო ჩემპიონატზე გადიოდა და ვერ იჩხუბა, ბავშვი მკვდარი იყო ჩემპიონატზე. არ არის დაკავებული, – ამბობს ქალი.
დაზარალებული გოგონა ამ დროისათვსი თავშეფსარშია გადაყვანილი და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ დაკითხვების სერია უკვე დაიწყო.
წყარო : ტვ. პირველი.
კომენტარები