ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე აფხაზები უფრო მეცოდება – ერთადერთ “მოკავშირედ” რუსეთი რომ ჰყავს რომელიც დარჩენილებსაც დღითიდღე ავიწროებს, არაფრად თვლის, ებატონება.
მე აფხაზები უფრო მეცოდება – რომ ეგონა, განვვითარდებიო და კიდევ უფრო ნადგურდება.
მე აფხაზები უფრო მეცოდება – რომ არავინ ცნობს, ჩაკეტილია და 21-ე საუკუნეში რუსეთის გარეშე ვერსად წავლენ, ვერავის ჩამოიყვანენ.
მე აფხაზები უფრო მეცოდება – დანარჩენი საქართველო რომ მათი ერთადერთი ბუნებრივი მფარველია, მათივე თანაბარი იდენტობის, მათზე არგაბოროტებული, მათი მპატიებელი, ერთადერთი მეგობარი და მოყვარე და ამ ერთადერთს რომ მტრებს ეძახიან.
მე აფხაზები უფრო მეცოდება – თავიანთივე თანამაცხოვრებლები რომ გამოყარეს თავიანთივე ქვეყანაში დევნილებად, დღესაც რომ ეტყობა ქართველთა სისხლის კვალი დახავსებულ და დანგრეულ სახლებს და ამ ცოდვით რომ ცხოვრებენ.
მე აფხაზები უფრო მეცოდება – მომავალი რომ არ აქვთ დევნილებისგან განსხვავებით, რომლებმაც თუმცა ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ სრულფასოვან დანარჩენ საქართველოში რომ ცხოვრობენ, წინ რომ იყურებიან, ტკივილით, ტრაგიკული ისტორიებით, მაგრამ მაინც წინ.
მე აფხაზები უფრო მეცოდება – მათი მაქსიმუმი მიღწევა რომ კრასნოდარში ტრიალია, იმის იქით რომ თითქმის არ არსებობენ, ვერც საერთაშორისოდ აღიარებულ სპორტსმენს შექმნიან, ვერც მსახიობს, ვერც პოეტს, ვერც ინჟინერსა და მეცნიერს.
დიახ, ისინი უფრო მეცოდებიან და 27 სექტემბერიც მხოლოდ სოხუმის დაცემის დღე კი არა, აფხაზებისთვის აფხაზეთის დაცემის და დასამარების დღეა.”
კომენტარები