“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“დღეს ივანიშვილი ქართველ იანუკოვიჩად გადაიქცა და მას უნდა დაუწესდეს სანქციები “ – დავით არახამია
უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირს და აშშ- ს კატეგორიულად თხოვს, რომ სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, გაიყინოს მისი საბანკო ანგარიშები და ჩამოერთვას ქონება
დავით არახამიას ეს განცხადება და უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ცალსახად არის საქართველოს შინაურ საქმეებში უხეში ჩარევა, სითავხედე, ხელისუფლების შეცვლის მცდელობა და გაუგონარი უმადურობა
ვერც არახამია და ვერც ვერცერთი ვერ მიგვითითებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ვერც ჭკუის დამრიგებელ – უფროსად მოგვევლინება
მე არ გახლავართ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მაგრამ როდესაც საქართველოს სახელმწიფოს მუდმივად თავს ესხმიან – ამ დროს კი ოდკბ-ს ქვეყნებს და იმ ქვეყნებს რომლებიც უკრაინას ბომბავენ სანქციებით არ ემუქრებიან და საქართველოს მსგავსად არც ელჩს იწვევენ – რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია – ალოგიკურია
პირდაპირ უნდა ითქვას – სამწუხაროდ ნათლად ჩანს რომ უკრაინის ხელისუფლების გარკვეული ნაწილი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და რუსეთთან ომის პარალერულად გეგმავს საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლებას სააკაშვილის რევანშისტული ბანდით
არ მომბეზრდება აღვნიშნო – გაუგებარია და საოცარი უმადურობაა, რასაც არახამია და მისი ნაცი მეგობრები ჩადიან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ საქართველო – უკრაინის მეგობრობა, ცალსახად გამოჩნდა და დადასტურდა – მათ მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება აღელვებთ “
კომენტარები