ბელა როგავამ, რომელმაც მეგის ქარდავას პროცესზე ჩვენება მისცა სასამართლოს, ტელეკომპანია იმედთან, განაცხადა:
„ჩამოვედი ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად და მზად ვარ, რომ მას დავუპირისპირდე. ის უარყოფს ყველა ბრალდებას, მაგრამ არსებობს ფაქტი, არსებობენ მოწმეები. ასევე, არსებობს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა. არსებობს ფაქტები, როგორ მაწამა, მაგრამ მაქვს სამართლიანობის იმედი. ძალიან ბევრჯერ შეეცადა ხელი შეეშალა პროცესზე ჩემი დასწრებისთვის, ონლაინ ჩართვაზე უარი თქვა, ვიყავი ჩამოსული და არ დაესწრო პროცესს. მერე მოითხოვა ჩემი ჩამოსვლა, რატომღაც იფიქრა ალბათ, რომ შემეშინდებოდა. მე არ მეშინია ამ ჯალათის კლანის, ჩამოვედი, დღეს აქ ვარ და მზად ვარ დავუპირისპირდე მეგის ქარდავას“.
კომენტარები