ეკა ბესელია, პარტია ,,სამართლიანობისთვის”:
,,არ მახსოვს ბოლოს როდის გამიჭირდა რამის დაწერა…
სიტყვებმა დაკარგა აზრი და შინაგანად დავკარგე ყველა ის ადამიანი , ვინც ცდილობს რაიმე არგუმენტით (ხშირად მორალის დამცველის სახელით) გაამართლოს ძალადობა !
ნუ ვუმტკიცებთ ნურც ერთმანეთს და ნურც სხვებს როგორები ვართ, ეს ყველაზე უკეთ ჩანს – როგორ ვიქცევით!
სად იყო დღეს სახელმწიფო ? სად იყო დღეს ადამიანის უფლებების და მისი სიცოცხლის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებები ?
სად იყვნენ ამ სისასტიკის, ძალადობის , დარბევის, სიმხეცის დროს პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარეები, მინისტრები??
როგორ შეიძლება ამ სისასტიკის გამართლება?
ვინ არის ეს ხალხი ვინც ქრისტეს და მორალის სახელით ძალადობს სხვა ადამიანზე , ვინც არ მოწონს?
ასეთი მოძალადეები ყველაზე მეტად ძალადობენ საკუთარ დედაზე, შვილზე, ოჯახზე…ყველაზე იოალად გადააბიჯებენ მორალს ….
რას ვუმტკიცებთ ერთმანეთს ? რომ ქვეყნის კონსტიტუცია დასაცავია თუ არა?
100 წლის წინ ჩაიწერა ჩვენს კონსტიტუციაში , რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია , რომ ჩაგვრა არანაირი ნიშნით არ შეიძლება …
მოგწონს? არ მოგწონს? შეგიძლია ეს თქვა , მაგრამ არ მოგწონს ვიღაცის ან გარეგნობა ამ ცხოვრების წესი – ამის გამო რა უფლება გაქვს იძალადო???
და აქვე არ შემიძლია არ ვთქვა , რომ ის სასულიერო პირი , რომელიც კომბლით ან რაიმე საგნით ცდილობს ვინც არ მოწონს იძალადოს მის მიმართ, ორმაგად დასაგმობი და მიუღებელია.
24 წელია მრევლი ვარ და მოძღვარი მყავს , არასოდეს მივიდოდი და არ გავჩერდებოდი ისეთ სასულიერო პირთან , რომელიც ამგვარ ძალადობას გაამართლებდა ….
ჩვენი რელიგია არ არის სიძულვილის და აგრესიის, შეუწყნარებლობის და ძალადობის მატარებელი!
ჩვენი რწმენა ვერ იტევს ამ სიძულვილს რაც ვნახეთ და ვინც არ უნდა იყოს , რა იერარქიის- თუკი ამართლებს ამ ძალადობას – მოძალადეა!
მე არ მჯერა , რომ ჩვენი პატრიარქი მოიწონებს იმას ,რაც ხდებოდა გუშინ თბილისის ქუჩებში!
მე არ მჯერა , რომ პატრიარქი ძალადობის მხარეს დადგება ოდესმე , რადგან პირადად ვიცი მისი დიდი სიყვარულისა და ტოლერანტობის ძალა!
არაფერი საერთო უფლის და სამშობლოს დაცვასთან არა აქვს იმას, რაც ხდებოდა 5 ივლისს!
ეს იყო ცრუ პატრიოტიზმს და ზიზღს ამოფარებული ხელისუფლების წახალისებული ძალადობა !
ვიცნობ მათ და არაფერი საერთო არა აქვთ არც ქვეყნის და არც უფლის სიყვარულთან.. ..
წამქეზებელი ამ ძალადობის იყო პრემიერი და პარტიის თავ -რე კობახიძე!
ეს იყო დანაშაული და ეს იყო ზიანი , რომელიც მათ მიაყენეს ადამიანებს და ქვეყანას მთლიანად!
განუკითხაობა და ქაოსი დაუშვა ხელისუფლებამ და ქუჩაში გამოუშვა სახიფათო მოძალადეები , რომელთათვის სულერთი იყო ვის ცემდნენ….
კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა მედიას და ჟურნალისტებს !
დავემშვიდობები ყველა იმ ადამიანს , ვინც ამართლებს ამ ველურობას და ძალადობას !!!
სამშობლოს და უფლის სიყვარული არ თავსდება ამ ველურობასთან და ძალადობასთან რაც ვნახეთ !!!”
კომენტარები