ფოტო – მთავარი
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრობის” დეპუტატის, დავით ხაჯიშვილის შეკითხვას, რომელიც ბათუმში, ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასა და საქმის გამოძიებას შეეხებოდა, ასე უპასუხა:
“ბატონი ხაჯიშვილის კითხვა შეეხებოდა გამოუძიებელ საქმეებს. მე არ ვიცი რა გამოუძიებელი საქმეები, ყველაფერი გამოძიებულია. თუ რამე კითხვები გაქვთ, მიმართეთ სასამართლოს ან მიბრძანდით სტრასბურგში”
ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა.
წყარო – მთავარი
კომენტარები