ცნობილი წყვილის, ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ოჯახში დიდი სიხარულია – ხათუნას უფროსი ქალიშვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე გათხოვდა. მისი რჩეული მილიონერი ბიზნესმენი, თამაზ ჯახუტაშვილია.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ის პირველ ცოლთან გაშორებულია და ორი შვილი ჰყავს.
თამაზ ჯახუტაშვილი ბავშვობაში დაობლდა, დედამ კი ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძესთან შექმნა ოჯახი და ბავშვიც მამობილმა გაზარდა.
თამაზ ნიჟარაძეს ეკუთვნოდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონ ლარს იგებდა. ის ბიზნესის წართმევაში ნაციონალების ხელისუფლების წევრ დავით კეზერაშვილს ადანაშაულებს.
-ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან კარგი ადამიანი. მე არავის ფულს არ ვითვლი და პირველად მესმის ამასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი ადამიანია და მივესალმები მათ ბედნიერებას, – ამბობდა ზურა ხაჩიძე ამბები.ჯი-სთან, როცა ნინი ქარსელაძის და თამაზ ჯახუტაშვილის რომანი გახმაურდა.
კომენტარები