“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული თავდასხმა მიმდინარეობს. მისივე მტკიცებით, სადაც საჭიროა პოზიციის გამოხატვა, იქ სათანადო პოზიციას გამოხატავენ.
“თუ სადმე არის სამართლებრივი პრობლემები ის უნდა გადაწყდეს სამართლებრივად, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ კოორდინაციას კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც არის კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, მასზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის არის მიუღებელი, ვგულისხმობ შალვა რამიშვილს. არიან სხვა სუბიექტები, მაგალითად ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული, ისინიც არიან ხოლმე შემჩნეული ქალთა მიმართ არასწორ დამოკიდებულებაში, მაგრამ მათ მიმართ ასეთი პოლიტიკური კოორდინაცია ჩვენ არასდროს გვინახავს.
მე ასე ყველა ქალზე როგორ ავიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ინტერესს, პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური ინტერესი და კოორდინაცია საქმის მიმართ”.
შეგახსენებთ, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ქალმა ამხილა.
კომენტარები