ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, დავით კეზერაშვილზე საუბარს საკმაოდ დიდ დროს უთმობთ და ჟურნალისტ, გიორგი თარგამაძის რეპლიკასაც იღებს პასუხად – “კეზერაშვილზე ღიად საუბრობთ მისსავე ტელევიზიაში…”
ნიკა მელია:
-ის ალბათ თვლიდა, რომ მე ვიქნებოდი მისი ნების მშემსრულებელი. შესაძლოა, მე ბევრად უკეთესი შემსრულებელი ვიქნებოდი, ვიდრე ის კანდიდატი, რომელიც დააყენა, მაგრამ ასე არ გამოვა, ამ პარტიას აქვს თავისი ისტორია, თავისი მდიდარი წარსული, პარტია უნდა იმართებოდეს დემოკრატიული პროცესებით და მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ დგანან ღიად პოლიტიკურ სცენაზე. გამოვიდნენ ღიად ისაუბრობ, თუნდაც მერაბიშვილმა გასცეს კითხვებს პასუხი, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც შენ ავლენ ამ ცხოველურ ინტერესს, რომ საკუთარი ფინანსური რესურსის გამო, კრიზისში მოაქციო ოპოზიციური პარტია და მერე ღმერთმა იცის 1-2 წელიწადში რა გეგმები შეგეცვლება და ბერჯერ შეცვლია გეგმები, ამის ამარა ჩვენ ვერ ვიქნებით. ეს არის ხედვებს შორის დაპირისპირება და არა კეზერაშვილ-მერაბიშვილის კანდიდატის ლოზუნგური განცხადებები, რომ ეს ქვეყანა გადატრიალებულია და უნდა გადმოვატრიალოთ, რომ თითქოს სადღაც უნდა შევვარდეთ.. დღეს მოვისმინე განცხადება ნაციონალურ მოძრაობაში ნაცებს ებრძვიანო, პეტრემ განაცხადა, ცისკარიშვილმა. ნაციონალურ მოძრაობაში ჩვენ ვებრძვით მანკიერებას, მოსმენებს, თუ რამე არის ქოცობა, ეს არის ქოცობა. ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს მათი წარმომადგენელი პარლამენტში. საპარლამენტო სია ქარვასლა არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ე ს იყო ყველაზე დიდი ხარვეზი. კეზერაშვილს თუ ფიქრობთ კახეთის მუნიციპალიტეტში აინტერესებს, რომელიც საკრებულოს წევრი ვინ იქნება, ძაან ცდებით, მაგრამ საპარლამენტო დეპუტაციაში ვინ იქნება, ძაანაც აინტერესებს და 2020 წელსაც უხვად დაინტერედა. 2020 წელს ეს საფრთხე დავინახე. 2020 -ში აინტერესებდა ვინ იქნებოდა პარლამენტში და ბევრ პარტიასთან მიმართებაში აინტერესებდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ არავის. ეს მანკიერება დასამარცხებელი გვაქვს. ეს არის ისტორიული არჩევენები, ან იმარჯვებს ღირსება უღირსობაზე… ან ფული…
გიორგი თარგამაძე:
-ან სული…
ნიკა მელია:
-ან პატიოსანი შრომით მიღწეული შედეგი.
კომენტარები