შსს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს ბათუმში იმყოფება, ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრემიერთან დაპირისპირების შესახებ.
ვახტანგ გომელაური:
„ის დაპირისპირება, რასაც თქვენ ამბობთ, არანაირი დაპირისპირება ჩემსა და გიორგის შორის არ არის… არამარტო ახლა, რაც პრემიერია და მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, წლებია ჩვენ ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ, არანაირი დაპირისპირება არ არის“
ჟურნალისტმა შს მინისტრს შეახსენა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ, როცა გომელაურმა იზორიას ძმის მიერ პოლიციელ გიორგი დვალიშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ვიდეოს გავრცელების შემდეგ თქვა – „იქნება, პოლიციელები აყენებდნენ შეურაცხყოფას?“
გიორგი გახარიამ კი იგივე საკითხის შეფასებისას თქვა: „რაც ამ კადრებში ვნახე, არის ამაზრზენი“.
ვახტანგ გომელაური:
„ვეთანხმები პრემიერის შეფასებას: ჩვენ ხომ ერთი და იგივე ადამიანი არ ვართ. მე ჩემი აზრი მაქვს, მას თავის აზრი აქვს. გამოხატა ახლა. მოსაწონი… რაც თქვა ამ ადამიანმა, ვეთანხმები. მოსაწონი, როგორ იყო. მეც არ მითქვია, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია გააკეთეს, შეატრიალეს, შემოატრიალეს სამწუხაროდ და ეს თქვეს თორემ, მე არ მითქვია, რა კარგია და რა კარგად მოიქცა, ვთქვათ, ეს ადამიანი“.
კომენტარები