ძველით ახალ წელს დავით გარეჯში გიორგი იჩუკაიძის დაკავების ფაქტს, მამა ვიტალი ღვინიანიძე ეხმაურება. როგორც სასულიერო პირი წერს, მან დაკავებული რამდენიმე დღის წინ მოინახულა.
„დღეს კიდევ ერთხელ შევხვდი გარეჯში დაპატიმრებულ გიორგი იჩუკაიძეს. – „მე ქართველი მესაზღვრეებისთვის არაფერი დამიშავებია, პირიქით ვამხნევებდი, ბიჭებო, მე თქვენთან საბრძოლველად არ მოვსულვარ, ჩემი მიწის დასაცავად მოვედი, მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ აქ საქართველოა და ეს მიწა კურთხეულია ბერების სისხლით. „ამის შემდეგ მოხდა გარკვეული ინციდენტები. შემდეგ წამაქციეს ქართველებმა, ოღონდ არა მესაზღვრეებმა, სხვებიც მოვიდნენ, შემიკრეს ხელები და სახით მიწაზე მახოხებდნენ, მირტყამდნენ, ვიფიქრე მომკლავდნენ და იმაზე მწყდებოდა გული, ქართველის ხელით რომ უნდა მოვმკვდარიყავი. მერე მიწა შევჭამე და ვიგრძენი რომ გარეჯი ჩემში იყო, ვყვიროდი რაც გინდა მიქენით, გთხოვთ, ჯიბეში ნაკურთხი წყალი მაქვს და ჯერ დამალევინეთ-მეთქი. ეს თხოვნა შემისრულეს. გულზე ხატები მქონდა მომხსნეს და არ ვიცი სად წაიღეს…“
ეს ადამიანი მორალურად მართალია, მის გულში ოქროს ასოებით წერია ქრისტე და საქართველო. მაგრამ უნდათ მისი სამაგალითოდ დასჯა, რომ სხვამ აღარ აიმაღლოს ხმა გარეჯის მონასტრების მოტაცებაზე.- წერს მამა ვიტალი ღვინიაშვილი.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, 30 წლის გიორგი იჩუკაიძე დააკავეს. დაკავებული ახმეტის რაიონში ცხოვრობს.
“ალია” პირველივე დღიდან წერდა – რა მოხდა სინამდვილეში გარეჯში, გარეჯიდან არაერთი მოქალაქე დაგვიკავშირდა და მოგვიყვა, რომა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არღვევენ კანონს და ე.წ. საზღვარს, ქართული ხელისუფლება კი სდუმს!
სწორედ ამის გამო მივიდა გიორგი ქართველ მესაზღვრეებთან!
კომენტარები