კლინიკა “ვივა-მედის” კლინიკური დირექტორი მუქარაზე საუბრობს:
“კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ, წარმოუდგენელი მუქარების ქვეშ, იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე, არა ჩვენზე კონკრეტულად, უკვე ოჯახის წევრებზეც. ყველა ეს ადამიანი დასახელდება, ყველა ამ ადამიანით დაკავდება ალბათ შესაბამისი სამსახურები, მე ვფიქრობ, რომლებსაც ეს ევალებათ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ყველა ამ ქმედებას იცით თქვენ, რომ მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც [გვემუქრებიან], ეს იქნება სატელეფონო, ეს იქნება მესიჯები, სოციალურ ქსელში თუ ასე შემდეგ”
კომენტარები