ყოფილი პარლამენტარი, თეო ტლაშაძე:
,,ბოდიშის თემაზე აზრი, აქ ორ სიტყვაში ვერ გამოითქმება, ამ საკითხზე საუბრისას რომ ყველა სიტყვა ასჯერ უნდა გაიზომოს და აიწონოს ესეც არაა სადაო, !თუმცა, ვინც უკვე გაჩაღებულ ომში, ბრძოლის წინა ხაზზე მიატოვა ჯარი, გაწყვიტა კონტაქტი სამხედრო ხელმძღვანელობასთან, რიგით ჯარისკაცებთან, დათესეს პანიკა, ქაოსი, უკანდახეულები კი ვინც გადარჩა გზადაგზა ყრიდნენ ფორმებს ზოგი მტკვარში, ზოგიც ატენის ხეობაში, მშივრები, დასისხლიანებულები…..
იმათი აზრი კი არაა აქ საინტერესო, ვინც მაშინაც პამპერსებით ისხედით „პადვლებში„,საინტერესოა ციცხლადგადარჩენილების მოსმენა!!!
ერედვში პირველი დაპირისპირების დროს წინა ხაზზეც ვყოფილვარ, დახმარებას ვუწევდი საავადმყოფოებს, კავშირგაბმულობას, 2008წლის ომის დროს კი ვიხვეწებოდი მიტოვებულ გვამების გამოტანაში ჩამრთეთქო.
რომ ვლანძღავდი მაშინდელ ხელისუფლებას სამხედროების მიტოვებისთვის, ჩემი ოჯახის წევრ სამხედრო მოსამსახურეს იქ მიადგნენ და დაემუქრნენ, თუ არ გავჩერდებოდი, მას დააბრალებდნენ სამშობლოს ღალატს.
ხოდა დაოკდით! შინდისში, ჩვენი ბიჭების გმირობის ადგილი არცერთმა პოლიტიკოსმა არ იცოდა, ვიდრე არჩევნების პიარისთვის არ დაჭირდათ! იქაც მე ჩავედი პირველი და უამრავი მოწმეა ამის!
მე და ჩემნაირები ჩუმად ვართ და ვიღაცები იჭაჭებიან!
პ,ს ხო მართლა, იმათი აზრი არ დაგრჩეთ უყურადღებოდ კიდევ, ივლისის ბოლოს კეხვში, ჭაღების რომ ჩამოხსნა სახლიდან და წამოიღო დანა-ჩანგალთან ერთად!
პპ,ს წინა არჩევნებზე ხმა მიცემული მაქვს მაჟორიტარებზე „ქართული ოცნების„ კანდიდატზე, ხოლო პარტიაზე გახარიასთვის!
ქოცობას ნუ დამწამებთ გთხოვთ!!!
დიახ, უნდა დაისაჯონ ქართული ჯარის მოღალატეები!!!
რომ არა მათი უღირსობა, დღეს ბევრი ჩვენი ბიჭი ისევ ცოცხალი იქნებოდა!
დიდება გმირებს!
,დიდება მათ სულებს!!!
ღმერთო შენ გადმოიხედე”
კომენტარები