“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:
“მთელი ამ წლების მანძილზე, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საქართველოში გენერალურ პროკურატურას საქმე აქვს აღძრული უმძიმესი მუხლებით, რაც გულისხმობს ბავშვებზე ძალადობას და გაუპატიურებას. ეს არის უმძიმესი მოცემულობა, როდესაც სახელმწიფოს გულრილობა არის პირდაპირ დანაშაული და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვერც პროკურატურამ, ვერც შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაადგინეს ის თუ რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში.
წარმოუდგენელია საზოგადოების რომელიმე წევრი, ჩვენ შორის არსებული რომელიმე ადამიანი დარჩეს ამ ძალიან მძიმე მოცემულობის გარშემო გულგრილი.
ეს პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა სახელმწიფოსი, როდესაც იქ არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ეხება ბავშვებს უნდა ყოფილიყო სასწრაფოდ განგაშის საფუძველი, ჩვენ მივიღეთ საპირისპირო.
ბავშვების უსაფრთხოება ყოველდღიურად არის ძალინ დიდი საფრთხის ქვეშ და სახელმწიფოს გულგრილობა, პირდაპირ დანაშაულებრივი გულრგილობა ახალისებს კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ. მე და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, პირველ რიგში ხელისუფლებას, პრემიერმინისტრს, გენერალურ პროკურატურას, შსს-ს, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა უფლებამოსილ ორგანოს, სასწრაფო წესით მიიღონ ადეკვატური ზომები იმისთვის რომ ყოველდღიური გულგრილობა, სახელმწიფოს მხირდან ჩადენილი დანაშაული სიჩუმე არ გადაითარგმნოს ბავშვებზე ძალადობაზე”
კომენტარები