დეკანოზი თამაზ ლომიძე:
„დღეს საქართველოს ყველა ტაძარში, უკლებლივ ყველა მღვდელი ცალსახად უნდა გმობდეს და შეაჩვენებდეს პუტინს და მის ბოროტებას მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. ამასვე უნდა მოითხოვდეს მრევლისგანაც ყველა მოძღვარი. მე და იმ ქრისტიანს, ვინც ასე არ ფიქრობს, არაფერი გვაქვს საერთო. ან კი როგორ შეიძლება სხვანაირად, როცა სახარება ცალსახად გვასწავლის ქრისტიანებს: “ვინც აიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს”-ო. არ უთქვამს უფალს: თუ დღეს ვინმე საფრთხედ მიგაჩნია ან თუ ვინმე არ მოგწონს მისი არჩევნის გამო ან თუ ვინმეზე იფიქრებ, რომ 20 წლის შემდეგ საშიში იქნება შენთვის, შეგიძლია დღეს გაანადგუროო. არა, ქრისტიანი საერთოდ არ დაესხა თავს არავის, ყველასთან მშვიდობა გქონდესო, ბრძანებს ქრისტე. ამიტომაც არაფერი აქვს საერთო ქრისტეს რწმენასთან დღევანდელ რუსეთს და სატანური ბოროტებაა პუტინის ომი უკრაინაში.“
კომენტარები