ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ხელისუფლება საფრთხობელის შექმნას ცდილობს სააკაშვილისგან
„წინა სტატუსი დაიდო და ისევ მომადგნენ “კეთილისმსურველები” იმ ვიდეოთი, ხაშლამასავით რომ დაატარებენ როგორც კი მიზანში ხვდებათ რასაც ვამბობ.
მილიონჯერ მაქვს პასუხიც გაცემული, სინანულიც გამოთქმული და ახსნილიც რა და რატომ ხდებოდა იმ წლებში და ამის გამეორებას აღარ ვაპირებ! მე მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს მათთან ვინც ამაყია წარსულში ზვიად გამსახურდიას გვერდით დგომით და დღეს სააკაშვილს ებრძვის ივანიშვილის სასარგებლოდ:
მაშინ, ბევრი წლის წინ, როცა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიასგან საფრთხობელა შექმნა, ძალიან ბევრი ჩვენგანი გამოუცდელობით, იმ პერიოდში გამეფებული საშინელი, დაუნდობელი სიძულვილის ფონზე წამოეგო ამ ანკესს. დღეს ხელისუფლება ასეთივე საფრთხობელის შექმნას ცდილობს სააკაშვილისგან და თქვენ, გამსახურდიას დროს სიმართლის მხარეზე როგორც ჩანს შემთხვევით მოხვედრილებო, ამაში რომ მონაწილეობას იღებთ, თქვენ რა გქვიათ?! და სანამ საკუთარ თავს სახელს მოუძებნით, თქვენს გარეგნობაზე ორიენტირებულ ე.წ. მრევლს ისიც აუხსენით რომ ტერმინს “საფრთხობელა” არც წინა და არც ამ შემთხვევაში არაფერი საერთო ცხვირ–პირთან არა აქვს და ნიშნავს საშიშს.
მე დავასრულე თქვენნაირებთან საუბარი. ვისაც რამის გაგება უნდოდა, გაიგო და პროვოკატორებთან და ამ ხელისუფლების სასარგებლო იდიოტებთან კამათით არც თავს დავიღლი და არც სხვებს დავღლი. ყველა ასეთი სტატუსის, თაგის თუ კომენტარის ავტორს უბრალოდ დავბლოკავ მათ დამლაიქებლებთან ერთად და მერე საკუთარი თავისთვის წერეთ და იკითხეთ!”
კომენტარები