საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი კენჭისყრას ეხმაურება და ამბობს, რომ მან 8 მარტის შეთანხმების შემდეგ ცვლილების მხარდამჭერი 142 ხმა დათვალა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.
“მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერდა. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, საბოლოო წარმატების მისაღწევად ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას”
კომენტარები