პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წალკაში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს, ამბობს, რომ მთავრობა კორონავირუსს კარგად უმკლავდება და ქვეყანაში “ფაიზერის” შემოტანას პირად წარმატებად მიიჩნევს.
“მე მქონდა ნაცნობობა ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერმინისტრობის დროს, ჯანმოს გენერალურ დირექტორთან, რომელიც იმ დროს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მასთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, მისი დახმარებით, შუამავლობით, მე დავუკავშირდი “ფაიზერის” პრეზიდენტს, დავაჩქარეთ მაქსიმალურად პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი ფაიზერი საქართველოში.
ჩინეთის პრემიერთან მქონდა მე კომუნიკაცია, შედაგად მივაღწიეთ იმას, რომ მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა დღეს არის საქართველოში. ანუ საუკეთესო ვაქცინების მობილიზება შევძელით უმოკლეს დროში, თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ რაღაც მსოფლიოს ბოლო დღეებში, აპოკალიფსია პირდაპირ”, – თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ვაქცინების შემოტანას თავის წარმატებად მიიჩნევს გიორგი გახარიაც. იგი ივნისის ბოლოს ამბობდა:
“ყველასთან პერსონალურად მქონდა კავშირი, ამის გამო იყოს, რომ პირველ ეტაპზე ვაქცინების მიღების პრობლემა არ გვქონია, შემდგომ, როგორც ჩანს, რაღაც მენეჯმენტში აირია. დღეს იცით რა ვაქცინებია დარჩენილი და რითი იცრება საქართველოში ხალხი? მე რომ მოველაპარაკე და დავაკონტრაქტე იმ ვაქცინებით იცრება ხალხი, ახალი არაფერი არ შემოსულა.”
შეგახსენებთ, რომ “ფაიზერის” ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოს აშშ-მ აჩუქა.
კომენტარები