„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს:
„ვინც ეცდება, ჩვენს ერთობას, ისტორიულ პროცესს მიაყენოს ჩრდილი და მეტიც, შუღლი გააღვივოს, მე ვიქნები პირველი მტერი ამ ადამიანის, მე დღეიდან ვარ გუბაზ სანიკიძის მტერი. გარე მტერი ვერ დაგაკლებს იმას, რასაც გიზამს შიდა.
კვირას აქცია გვაქვს, ვეძახით საზოგადოებას. ზღვა ხალხი ჩამოვა, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლება გაიმარჯვებს და ახლა ჩვენ დავსხდეთ და ერთმანეთი ვაკრიტიკოთ, რომ არაფერი გამოვა?! ეს წინასწარი განწყობა შევუქმნათ საზოგადოებას, რომ ვართ უსაქმურები, უქნარები?! მე ვარ აბსოლუტურად გააზრებულ ბრძოლაში, მაპატიეთ ამ ემოციებისთვის. ძალიან მძიმე პროცესები გვაქვს წინ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, წუხელ პირდაპირ ეთერში ხმაური იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა გვარამია და გუბაზ სანიკიძე მწვავედ დაუპირისპირდნენ.
კომენტარები