მსოფლიო ჩემპიონი, ლუკა კურტანიძე, სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს ჩვენს სამშობლოს ყავს უდიდესი მეგობარი ქვეყნის სტუმარი აშშ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
უბრალოდ ვისურვებდი საქართველოს სტუმრობის შემდეგ წავიდეს იმ შთაბეჭდილებით რომ ქართველი ერი მადლიერია იმ დახმარების, სახელმწიფოებრივი გვერდში დგომის და იმედის რაც წლებია ამერიკის სახელმწიფოსგან და ამერიკელი ხალხის მიერ გაგვაჩნია!
უბრალოდ ვისურვებდი ჩვენი ქართველი ერის და ხალხის მადლიერი სითბო გაყვეს ამერიკაში ! მე ერთი რიგითი ქართველი მადლობას ვწირავ ამერიკელ ხალხს იმ დახმარებისთვის რაც რთული ვითარებიდან დღემდე მიგვრძნია და მიმიღია… თუნდაც იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვე მედისონ სქვერ გარდენზე/ ნუიორკი/ მადლობა! ჩვენ ქართველები მადლიერი ერი ვართ….
მადლობა თუნდაც იმიტომ რომ ასეთ რთულ პოლიტიკურ და პანდემის… რეგიონში დაძაბული ვითარების ფონზე სახელმწიფო საქართველო გააძლიერეთ……
უბრალოდ მადლობა!”
კომენტარები