ანთროპოლოგი, ლევან შენგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
:აფხაზეთში ომი ორი-სამი წლის დამთავრებული იყო. შიდა ქართლის ერთ სოფელში დაგვპატიჟეს და ვქეიფობთ.
მასპინძელმა ჩრდილოეთისკენ გაიხედა და თქვა – მე ერთი უბირი გლეხი კაცი ვარ და ეგრე ვიტყვიო, თუ რუსი ჩვენთან მართალია – ღმერთმა გაუმარჯოსო. ხოლო თუ მტყუანია, ისემც ყოფილა, მთელი მსოფლიოს არქეოლოგები რუსეთში დადიოდნენ, ადამიანის ნასახლარს ეძებდნენ და ვერ-კი პოულობდნენო!
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. უთქმელად დავლიეთ.
ეგეთი ძალის სიტყვები იშვიათად გამიგონია.
მაინც რამ მოაფიქრა, კაცო!
—-
იმ ქართლელ გლეხს გაუმარჯოს!
ყველა სურვილი ახდენოდეს!!”
კომენტარები