გიორგი გახარია, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ახალ დეკლარაციას მოაწერონ ხელი, რითიც დადებენ პირობას, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი “ქართულ ოცნებას” კოალიციას არ შეუქმნიან, ასე პასუხობს:
„მე გადავალ როდესმე ქართულ ოცნებაში? მე ვფიქრობ, რომ ზედმეტია მსგავს დოკუმენტზე ხელის მოწერა, არასერიოზულია ეს, რომ ახლა, მე გადავალ ქართულ ოცნებაში, ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღია არის, იმიტომ, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი არა პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, არამედ სახელმწიფოს, ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ვინც ამას გაიაზრებს, ყველა მათგანისთვის ჩვენი კარი ღიაა“
კომენტარები