თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
“…არადა, სულ პირველად, 2007 წელს, ზვიადაძესთან კონფლიქტი ბატონ დოსითეს გამო მომივიდა. როცა რეჟისორმა დოსითემ გამოსცა “მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმ მილაშის განმარტებებით”, ამ წიგნიდან ერთი სემესტრი ზვიადაძე გვასწავლიდა საეკლესიო სამართალს და დოსითეს დაცინვა დაიწყო და უვიცად მოიხსენია, რაც ვერ ვაპატიე, ავდექი და ვუთხარი შუა ლექციის დროს რომ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებთ მამა დოსითეს-მეთქი (მაშინ იღუმენი იყო) და ვინც ეს გამოსცა, ანუ მან (დოსითემ) თხრობით მაინც იცის და თქვენსავით წიგნიდან არ კითხულობს-მეთქი.
ამის გამო ერთი თვით გამათავისუფლა ლექციებიდან, ანუ დამასანქცირა. თან მიყვიროდა – “ბიჭი, შენ ვინ ხარ, საიდან მოეთრიე, მოძღვარი ვინ არის შენი? წადი და ეხლავე მასთან ერთად მოდი აქ!” მეთქი, მოძღვარი მამა დოსითეა და კარგი, დავურეკავ აბა და როდის შეძლებს შეხვედრას-მეთქი და სულ გადაირია… “ეხლა ვხვდები ეს თავხედობა რატომაც გაქვს, ის გაქეზებს ჩემ წინააღმდეგო”. ზრდილობიანად გამოვლანძღე და ბოლოს რაც მივაძახე მახსოვს: “ლექციის წინ ჩაის დოზა ვალერიანს უნდა იყუდებდეთ, რომ ნორმალურად იყოთ-მეთქი” :))
ხოდა საბოლოოდ მე გამოვედი გიჟი, ეპ. დოსითე და პროტოპრესვიტერი ზვიადაძე კი ზიან ასე ხატად – მოციქულთა თავთა პეტრე და პავლეს სიუჟეტივით “
კომენტარები