ყოფილი ჩინოვნიკი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მე გეტყვით, ახლა, როგორ ლობირებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან და ევროკავშირის სტრუქტურებში. წარმოიდგინეთ, ბანკში გაქვთ სესხზე განაცხადი შეტანილი, – ამ დროს, მიდის სალომე ბანკის ხელმძღვანელობასთან და ეუბნება – განმცხადებელი აფერისტი და გადამგდებია, ყველა საბუთი, რაც უზრუნველყოფის სახით წარმოგიდგინათ – ყალბია, სესხის დაბრუნების შანსი ნულის ტოლია, მაგრამ კარგი ოჯახის შვილია ეს გათახსირებული და რა ვიცი, იქნებ მაინც მისცეთ სესხიო.
ხომ იქნებით მისი მადლიერი?”
კომენტარები