“მე გირჩევთ, ჩემთან ბრძოლის დროს, როდესაც ლევან მურუსიძეს ებრძვით, ნუ ცდილობთ გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ” – ასეთი პასუხი აქვს მოსამართლე მურუსიძეს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კვლევაზე, რომ საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებსა და სასამართლო სისტემაში არიან დასაქმებული.
მურუსიძის შეფასებით, მსგავსი კვლევებით არასამთავრობო სექტორის მიზანი მოსამართლეების დისკრედიტაცია და სასამართლო სისტემის ლაფში ამოსვრაა.
“სასამართლოში პრობლემა არის, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით? ის აღვირახსნილი ლანძღვა, გინება და დისკრიმინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ შეაზიზღონ მოსამართლეები და სასამართლო სისტემა ლაფში ამოსვარონ, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ნდობა, რომ აქ არის საშინელი კორუფცია, საშინელი ნეპოტიზმი და საშინელი არაკომპეტენტურობა, აი ეს არის მიმართული ბოროტმოქმედება, რომელსაც არასამთავრობო სექტორი აკეთებს.
მე გირჩევდით, რომ ჩემთან ბრძოლის დროს, როდესაც ებრძვით ლევან მურუსიძეს, ნუ ცდილობთ, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ რა. იმიტომ, რომ არ არის სწორი. ადამიანს რაც გაუკეთეს და რაც შეურაცხყოფა მიაყენეს და რაც აბულინგეს ტელევიზიებით, რა ვიცი მე ვერაფერს ვერ დამაკლებთ რეალურად, როგორც ლევან მურუსიძეს, რეალური მიზანი რაც არის…ადამიანი წლებია უკვე რაც მუშაობს სასამართლო სისტემაში”
,,მთავარი არხი”
კომენტარები