მსახიობმა და ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა ლელა წურწუმიას შოუში წლების წინ მომხდარი უბედური შემთხვევა გაიხსენა, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„სადღაც 15-16 წლის ვიყავი და მყავდა შეყვარებული, პირველი სიყვარულის თემა იყო, არსად არ მომიყოლია ეს, ძალიან მძიმე თემაა ჩემთვის. ვიყავი დაბადების დღეზე, ეს არის ალბათ 97-98 წლები, მაშინ ხომ იცით როგორი სიტუაცია იყო, მოხდა ჩხუბი, გოგოს გამო, როგორც ხდება ხოლმე.
ამ გოგომ ძალიან მთხოვა სახლამდე მიცილება, ალბათ რომ არ წავსულიყავი და არ მეჩხუბა მაგის გამო.
რომ მივაცილე სახლამდე, ვერ მოვითმინე და უკან დავბრუნდი. ამ ადამიანმა ამიყვანა, იქვე იყო მშენებარე სახლი, ავედით იქ, მეოთხე სართული იყო. ნასვამები ვიყავით, ამ გაწევ-გამოწევაში გადმოვარდა, ძალიან შემთხვევით მაგრამ ეს ადამიანი გადმოვარდა მშენებარე სახლიდან და გარდაიცვალა.
გამოვიდა, რომ ადამიანი მოვკალი. არ ვიცოდი მეთქვა თუ არა, ახლა 39 წლის ვარ, გავიდა რამდენი ხანი და ძალიან ვნანობ ამას.
გამოძიება არ ყოფილა… არც ოჯახმა იცის… ძალით არ მდომებია…”
“ანი ცოლად გამოგყვა, შვილი გაგიჩინა და მე მოგკლავ” – პასუხობს ლელა წურწუმია.
რა მოხდა ამ “აღსარების” შემდეგ, ნახავთ ვიდეოში.
კომენტარები