ვახო სანაიას მეუღლე, თამუნა ყურაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს – როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთი მისი მეზობელია.
თამუნა აცხადებს, რომ როდესაც თავდამსხმელებმა ვახო სანაია იცნეს, აგრესია სწორედ ამას მოჰყვა.
“გადავწყვიტეთ, რომ სამაშველო ბრიგადისთვის 112-ში დაგვერეკა, მძღოლმა დარეკა 112-ში და ძალიან მალე მოვიდა სამაშველო ბრიგადა. მათაც რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, რომ ესე უკან მოწოლით რამენაირად ამოეყვანათ მანქანა პირველ აღმართზე.
რა თქმა უნდა ვახოც ეხმარებოდა მათ. ამ დროს შემოგარენში შევნიშნეთ სამი ადამიანი, შემდეგ მოგვიახლოვდნენ. მეც ჩამოვედი მანქანიდან, მეცნო ერთი ბიჭი და მითხრა თამუნა შენი წითელი მანქანით, რატომ არ ხარ. თავიდან პირბადეში და ქუდში ვერ მივხვდი ვინ იყო, შემდეგ ვიცანი, რომ ჩემი მეზობელი იყო.
რომ გადაწყდა, რომ მოწოლით ეს ამბავი არ მოგვარდებოდა, გადავწყვიტეთ მანქანის მობრუნება, პირველი აღმართი ამოვიარეთ ჩვეულებრივად…
ამ ყველაფრის ფონზე ბავშვს სრული ისტერიკა ქონდა, ვერ ვაჩერებდით ისე ტიროდა“
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები