ყოფილი პარლამენტარი, ანი მიროტაძე:
“მე კარგად ვიცნობ ზურაბ ზვიადაურს, მას კეთილი გული აქვს, კარგი მეგობარია და ახლა მასზე უბედური არავინ მგონია, რომელიც ერთდროულად, მოკლული ძმის ჭირისუფალიც არის და მკვლელიც.
მე არ ვიცნობ ნიკა კენჭოშვილს, მაგრამ ის იმ სოფელში გაიზარდა, რომელსაც ჩემი სოფელი ესაზღვრება, სადაც ჩემი სახლის საგვარეულო ფუძეა.
დღეს ზემო იმერეთის ეს თემი ამ ბიჭს დასტირის. ნიკაზე, მისი ახლობლები და მეგობრები, ნაცნობები და მეზობლები მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ის კარგი ბიჭი იყო, სიცოცხლე უყვარდა და ბევრი რამე ვერ მოასწრო. ეს სამი დღეა, მხოლოდ ეს უმძიმესი ტრაგედია მეფიქრება, სადაც ყველას ჭირისუფალი ვარ (მოკლულებისაც და მკვლელისაც) და კიდევ უფრო მეტად მანადგურებს იმის განცდა, რომ ვცხოვრობ განუკითხაობით სავსე ქვეყანაში, სადაც არც სამართალია და არც კანონი, სადაც მახინჯი სისტემა ისე ახალისებს კრიმინალს, რომ წესიერი, მშრომელი ბიჭიც და ოლიმპიური ჩემპიონიც, რომლითაც მე ვამაყობდი (დამსახურებულად) კრიმინალური უბედურების მონაწილე და მსხვერპლები არიან. ქვეყანაში, რომელიც ყველას გვიყვარს, მაგრამ აღარც მისი სიყვარული გვახსოვს და აღარც ერთმანეთი, რადგან ძალიან გავთითოკაცდით, დავპატარავდით, გამოვიფიტეთ და დავცარიელდით!!!”
კომენტარები