გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი წერს:
“დიდხანს ვიფიქრე და ვერაფრით მოვუძებნე ლოგიკური ახსნა, თუ რა აზრი აქვს
მიტინგს ,,ევროპა გვინდა,,
შეგიძლია იმიტინგო ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობს ევროპაში ინტეგრაციაზე.
ეს მოხდა უკრაინაში ,,მაიდანის,, პროტესტების დროს.
თუკი ხელისუფალი ამბობს, რომ ძალიან უნდა ევროინტეგრაცია, მაშინ ვისთვის ვმიტინგობთ?
თუკი დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფალს არ სურს ევროინეტგრაცია და ისე სიტყვაზე რაღაცას ამბობს, მაშინ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა იმიტინგო, ეს ხომ ლოგიკურია?
არადა, აქცია არაპოლიტიკური, არაპარტიული და ასე შემდეგ უნდა იყოსო, არავითარი მოწოდებანი ამაზე და იმაზეო.
ანუ, გამოდის რომ
გჯერა ხელისუფალს რომ უნდა ევროგაერთიანება და სადაა პრობლემა?
არა,
მთლად ასე გაუგებრობაში კი არა ვარ.
მე კი ვიცი, თუ რატომ უნდათ ეს მიტინგი მართლაც და პროევროპულად განწყობილ ადამიანებს.
ეს მიტინგი საკუთარი სინდისის სარეცხია.
ეს მიტინგი იმ უმოქმედობის სარეცხია, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა, არასამთავრობო და მედიალანდშაფტმა დაუშვა ამ წლების მანძილზე.
ეს მიტინგი საკუთარი არაევროპულობის გადაფარვისთვისაა.
არაევროპულია, როცა საზოგადოებამ ჭორის დონეზე იცის, ვინ და როგორ და რითი აფინანსებს პარტიებს თუ მედიასივრცეში დიდ ,,მოთამაშეებს,,
არაევროპულია, როცა საქმით არ აკეთებ ევროპულ, დემოკრატიულ და თავისუფლებისათვის აუცილებელს.
არაევროპულია, როცა გყავს პოლიტპატიმრები და მათ კატეგორიებად დაჰყოფ, დაახარისხებ და დიდ ნაწილზე დადუმებული ხარ, რამდენიმე პიროვნებას კი ისე, ზრდილობისთვის ახსენებ და ამას აკეთებენ ევროპიდან დაფინანსებული არასამთავროებიც.
არაევროპულია, როცა ყოფილი ბანკირი, რომელსაც ათიათასობით მოქალაქის სრულ გაკოტრებაში, საქართველოდან უცხოური ბანკების გაყრაში, არასამართლებრივ საკრედიტო გარიგებებში ლომის წილი ჰქონდა, დღეს ამ პროდასავლურ მედიებს უზით ლაივში და საათობით ალაყბებენ.
არაევროპულია, როცა პროევროპული და ანტისაოკუპაციო მიტინგის დამრბევი გყავს ოპოზიციური პარტიის ლიდერად და ალბათ 20 ივლისის 20 საათზე ისიც მივა იმ პროევროპულ აქციაზე და ამას ყველა პროევროპელი იქმისული ჩვეულებრივ გაუტარებს.
არაევროპულია, როცა პრეზიდენტი გიზის ციხეში, აწამებ და ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სპექტრის, პროევროპული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომის პაპზე უფრო კათოლიკედ აჩვენებს თავს ყველას და ამბობს, დამნაშავე უნდა დაისაჯოსო.
ევროპული ფასეულობით პრეზიდენტებს და კანცლერებს, გინდაც ყოფილებს ასე არ სჯიან.
ნიკოლა სარკოზიმ 40 მილიონი ევრო მიაფუჩეჩა და საკუთარი ,,ბონოპარტიზმის,, აგონიაში დამოუკიდებელ მოსამართლეებს და იუსტიციას დაემუქრა.
გაასამართლეს და მიუსაჯეს ორი წელი და რა 2 წელი, როგორი 2 წელი? საკუთარი რეგიონის არდატოვება, ოჯახური პატიმრობა.
მისი თანამშრომლები კი დაიჭირეს ჩველებრივ, გისოსების უკანაა ის ხალხი, ვისაც პატარა ბონაპარტემ რაღაცეები აიძულა.
სამართლიანია ახლა ეს?
ალბათ არა, მაგრამ, ევროპული ფასეულობაა ინსტიტუციური უზენაესობა და პრეზიდენტი, გინდაც ყოფილი, არის ინსტიტუცია.
ჰელმუტ კოლმა გერმანიაში გაცილებით უარესი ქმნა. ათეულობით მილიონი ევრო, არც კი იციან რამდენი, რამეთუ არ ვიტყვიო განაცხადა ყოფილმა კანცლერმა, ჰქონდა არალეგალურად რამდენიმე ათეულ ოფშორულ ანგარიშზე. ,,ვინც ეს ფული მომცა, იმათ სახელებს არ ვიტყვიო,, განაცხადა ყოფილმა კანცლერმა და გაუტარეს.
იმიტომ გაუტარეს, რომ ინსტიტუცია იყო.
მისი ქვეშემდომრები, მაგალითად მისი პარტიის ხაზინადარი და რამდენიმე მისი ყოფილი თანამშრომელი კი დაიჭირეს.
აი ესაა ევროპა და ესაა ევროპული ფასეულობა, რომ,
თუ დაისვი პრეზიდენტად, მერე კეთილი უნდა ინებო და მთელი სიცოცხლე უნდა მოეპყრო პრეზიდიალურად თუარა, განსაკუთრებულად მაინც. არ უნდა დაიჭირო.
ამიტომაც, არ მესმის უბრალოდ იმ ხალხის, ვინც მიდის მიტინგზე, პროევროპელები ვართო და ერთხელაც არ გაუპროტესტებია პოლიტპატიმრების არსებობა ქვეყანაში.
ბოლოს კი,
მოლდავეთი, მოლდოვა, ასევე კანდიდატობის კანდიდატი, ისიც მართავს ,,პროევროპულ მიტინგს,,?
თუ იმათ გაიგეს, რომ პროევროპულობას ევროპას სუფრაზე და მიტინგზე კიარა, საქმით თუ დაანახებ,
აი ეს ჩაგეთვლება.”
კომენტარები