ჟურნალისტი მაკა რაზმაძე:
„სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები მყავს ” ფრენდები” და მიჩვეული ვარ ერთიდაიგივე მოვლენაზე რადიკალურად განსხვავებული პოზიციების მიღებას.ახლაც ასეა,ზოგი თავის მიერ ადრე უშვერად ნაგინებ პრეზიდენტს აქებს და ადიდებს და ზოგი კი თავის ხელით არჩეულ პრეზიდენტს მიწაში დებს სინამდვილეში საშინელი არაფერი მომხდარა.ნიკა გვარამია წელიწადზე მეტია ციხეში ზის და ადრე თუ გვიან ყველა პატიმარი ტოვებს ციხეს.მე მაინც იმ თაობიდან ვარ ციხეს რომ არავის ვუსურვებდით, ადამიანის დაჭერის გამო სიხარული რომ ” ტეხავდა” და ადამიანის ციხიდან გამოსვლა მისალოცი რომ იყო.თან მაინც მგონია, ყველამ კარგად იცოდა რომ შეიწყალებდა.ასე რომ ხვალიდან ვნახოთ ახალი რეალობა როგორი იქნება“
კომენტარები