ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეს ხელისუფლება მგონი კიდევ ვერ ხვდება სად ვართ. სასტუმროების მფლობელებს უფინანსებენო ბანკის პროცენტს. აღარ არის ის რეალობა, როცა მხოლოდ ტურისტული ბიზნესი დაზარალდა, ყველაფერი ნადგურდება, ყველა ბიზნესი. ბანკმა კრედიტი რომ გადამივადა და დავითვალე, ივნისში მხოლოდ პროცენტის სახით მიწევს კოლოსალური თანხის გადახდა, და არავინ არ მიპირებს რომ რამეში დამეხმაროს და მაპატიოს. უნდა ვიშოვო და გადავიხადო. დარწმუნებული ვარ, არც სახელმწიფო მაპატიებს გადასახადებს და ჩემგან ყველა გზით ამოღებულ თანხას ვიღაც სასტუმროს მეპატრონეს გადაუხდის. რატომ აყენებთ ვიღაცას უპირატეს მდგომარეობაში? რაღა დროს ტურიზმის ბიზნესია, მოკვდა ყველაფერი. თუ ამ ბიზნესს ყავს რაღაც განსაკუთრებული ლობი?
კომენტარები