ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
“მე მაპატიეთ – ბრეიქინგ ნიუსი
ჯანმომ განაცხადა რომ სასწრაფოდ გადაწყვიტა
მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფის გადაუდებელი შეხვედრა #monkeypox-ის გავრცელების გამო, რათა განიხილონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის საერთაშორისო შეშფოთების გამოცხადების შესაძლებლობა (PUBLIC HEALTH EMERGENCY OF INTERNATIONAL CONCERN (PHEIC)). შეგახსენებთ რომ #SARSCoV2-მა მიიღო ეს PHEIC გაფრთხილება 2020 წლის იანვრის ბოლოს.
კონტექსტისთვის: 2009 წლიდან ექვსი PHEIC დეკლარაცია იყო. 2009 წლის H1N1 (ან ღორის გრიპის) პანდემია, 2014 წლის პოლიომიელიტის დეკლარაცია, 2014 წლის ებოლას აფეთქება დასავლეთ აფრიკაში, 2015–16 წლებში ზიკას ვირუსის ეპიდემია, 2018–20 წლებში კივუს ებოლას ეპიდემია და მიმდინარე COVID-19 პანდემია.”


კომენტარები