ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვიდეოს ვუყურე (უფრო სწორედ ვერ ვუყურე ბოლომდე და გაზიარებაც არ მინდა ისეთი კოშმარია), სადაც პატარა ბავშვს გაყინულ მტკვარში ნათლავენ. ბავშვი ტირის გულსაკლავად და თავად წარმოიდგინეთ რას განიცდის. აბა წარმოვიდგინოთ ამ ზამთარში თბილად ჩაცმულმა დიდებმაც? გაყინულ მდინარეში შიშველი თქვენ რომ ჩაგაგდონ – რა ტანჯვაა და წამება. უამრავი ხალხი ესწრება რიტუალს. თბილად აცვიათ იმათაც. და ამდენი ხალხისგან ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა ვინც იტყოდა: რას შვრებით, ხალხნო? შეჩერდით. მე მართლა ვიტირე ამ ვიდეოს ყურების მცდელობისას. ბავშვებს ისე ვექცევით როგორც ნივთებს. ნივთებს კი არა, მგონი ისე ვექცევით როგორც დამნაშავეებს ექცეოდნენ შუა საუკუნეებში. საცოდავი ბავშვები. ვერ ირჩევენ მშობლებს.”
როგორც ჩანს, ვიკა ბუკია იმ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც მეუფე ნიკოლოზმა საკუთარ იუთუბარხზე გამოაქვეყნა და რომელსაც უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები:
კომენტარები