უფლებადამცველი ბაია პატარაია:
,,ეკა ხერხეულიძეს ვუსმინე და გავიგე, რომ სააკაშვილი არის უარესად:
- ხშირად ხდება ცუდად და არის სრულიად მარტო ამ დროს, თუ ვიზიტორი არ ჰყავს, ანუ ყურადღებასაც არავინ აქცევს, არ აქვს ღილაკი, რომ გამოიძახოს მედპერსონალი.
- მისი მედპერსონალი შემოიფარგლება ერთი ექიმით, რომელიც შიშველი ხელებითაა წარმოდგენილი.
- სააკაშვილი არ არის საავდმყოფოში, არამედ საავდმყოფოს ზედა სართულზეა, სადაც სხვა არაფერი განთავსებული
- და მას იცავს ერთი შეუიარაღებელი ადამიანი.
- კალიუმი აქვს იმ დონეზე, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება განუვითარდეს ინფარქტი.
- იმისთვის რომ ქვედა სართულზე ჩაიყვანონ ელემენტარული მანიპულაციისათვის, ჯერ იმ სართულის ევაკუაცია უნდა მოახდინონ. აქამდე არც ჩაუყვანიათ.
მოკლედ, სააკაშვილი არის უარესად და გადაყვანილია უარეს პირობებში და ის იმყოფება პრაქტიკულად არააღჭურვილ საავდმყოფოსთან ახლოს და არა შიგნით. საკვების მიღება რომც დაიწყოს, მაინც მკურნალობა სჭირდება, (მაგდენი მეც კი ვიცი, სწრაფად და ერთ თვეში ერთ რკინას ვერ ვიწევ ხოლმე მაღლა, ანემია როცა მჭირს, არა თუ ყველა მაჩვენებული რომ ზღვარს ქვემოთ გაქვს ამხელა შიმშილობის შედეგად…)
ქართული ოცნება კლავს პატიმარ სააკაშვილს და ჩვენ ყველანი ვუყურებთ ამას და ვეგუებით…
მე მგონი ყველაზე ადეკვატური დღეს ელენე ხოშტარიაა, მასზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რამეს ეგუება.
ჰო, კიდე, მიშას უთხოვია ელენეს ანალიზები მანახეთო, ყველაფერი ვისწავლე შიმშილზე, მათ შორის, ანალიზების კითხვაო…
ნეტა ჩვენ რა ვისწავლეთ ამასობაში?”
კომენტარები