ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
,,სასწაულია პირდაპირ! ვკითხულობ ფეისბუქ პოსტებს და ლამის მთელი დღე ეძღვნება თეონა აქუბარდიას დამუნათებას, რას ქვია რაღაც ღონისძიებაზე უმრავლესობის წევრ ქალ დეპუტატებთან ერთად წახვედი, თან მათთან და ისრაელის ელჩთან ერთად სურათი გადაიღეო! გადირიეთ ხალხნო! ანუ ოპოზიციონერობა ასე წარმოგიდგენიათ, პარლამენტის წევრს ღონისძიებაზე რომ მიიწვევენ სადმე, თუკი იქ უმრავლესობის წევრებიც არიან დაძახებული, უნდა გააპროტესტოს და მიმწვევს უნდა განუცხადო, რომ სადა ესენი არიან მე იქ არ მოვალო? უცხო ქვეყნის ელჩი სურათის გადაღებას რომ მოინდომებს მასთან და მმართველი პარტიის წევრებთან ერთად, იმას ოპოზიციონერმა დეპუტატმა უნდა უთხრას, რომ ამათთან ერთად ერთად სურათს არ გადავიღებო? მიგაჩნიათ, რომ თეონას მხრიდან ეს იქნებოდა სწორი საქციელი? ჩვეულებრივი ველურობად აღიქვამდა ამას ნებისმიერი ელჩის, ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზატორი! ერთხელ მახსოვს, მგონი, მდინარაძეს და რამდენიმე ოპოზიციონერს აყარეს ქოქოლა, რომლებიც საზღვარგარეთ დლეგაციაში ყოფნისას ერთად ვახშმობდნენ და სიმღერა ერთად იმღერეს! ანუ , უცხოეთში რომ არიან ერთად, ქართველი უმრავლესობის და ოპოზიციის დეპუტატებმა ერთმანეთს ხმას არ უნდა გასცენ , ერთ რესტორანში არ ივახშმონ, ერთ მაგიდასთან არ უნდა დასხდნენ,, ერთ მანქანაში არ უნდა ჩასხდნენ და ასე უკეთ წარმოაჩენენ ქვეყანას, რომელსაც თან ევროკავშირში უნდა ხომ? მართლა ასე ფიქრობთ? ეს ხალხი მერე კიდევ იწუწუნებთ “უიმეე ამ პოლიტკოსებმა ხომ ყელში ამოიყვანეს თავიანთი ჩხუბით და აყალმაყალით”; “რა უბედურებაა ეს პოლარიზაცია და ყველაფერზე ერთმანეთთან დაპირისპირება” და ა.შ. მე მგონი ვერ ვართ მთლა კააათ!???”
,, ვინც ჩემი და ქართული ოცნების დეპუტატების საერთო ფოტოთი აღშფოთდა…” – რას წერს თეონა აქუბარდია
კომენტარები